ვაპირებ რომ მათ წინააღმდეგ საქმე აღვძრა - მოქალაქე ნიკორაზე

გამოქვეყნდა:

მოქალაქე, რომელიც სუპერმარკეტების ქსელ ნიკორაში შეძენილი პროდუქტით მოიწამლა, ამბობს, რომ ნიკორას წინააღმდეგ საქმის აღძვრას აპირებს.

"15 აგვისტოს, შუადღისით შევიძინე ნიკორაში ქათმის მოხარშული ერთი ნაჭერი, ქათმის სალათა და კიევური კატლეტი ორი ცალი, მე და ჩემი მეუღლისთვის. მივირთვით სადღაც შუადღის 4 საათი იქნებოდა და რამდენიმე საათში დაგვეწყო მუცლის ძლიერი ტკივილი, ფაღარათი, დიარეა. საღამოს ესე 12 საათამდე ვითმინეთ ძლიერი ტკივილები, შემდეგ გამოვუძახეთ უკვე სასწრაფო დახმარებას. გადაგვიყვანეს საავადმყოფოში, დაგვიდასტურდა სალმონელა ბაქტერია. დამიკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან, დამიკავშირდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, გადავეცი ყველა ინფორმაცია. მათი შემოწმებით კიევურ კატლეტში აღმოჩნდა სალმონელა ბაქტერია, რაც ადასტურებს რომ ნამდვილად მათი კატლეტი მოვიწამლეთ ჩვენ და არა მარტო ჩვენ, კიდევ ჩვენს გარდა არიან დაზარალებული ადამიანები. მე ვფიქრობ, რომ მათთვის გამოწერილი ჯარიმა და ის რომ ხორცი განადგურდა არ არის საკმარისი. აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი, ჩვენ დაზარალებული ხალხის მხრიდან და მე აუცილებლად ვაპირებ რომ მათ წინააღმდეგ საქმე აღვძრა" - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული. 

24 აგვისტოს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნიკორა ტრეიდის მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა. მიზეზი 8 ადამიანის ინტოქსიკაცია გახდა, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ. სააგენტოს ცნობით, კვლევით დადგინდა, რომ პაციენტებმა საკვებად ნიკორაში შეძენილი კიევური კატლეტი მიიღეს. სეს-ის გადაწყვეტილებას ნიკორა მოეხმაურა. კომპანიის განმარტებით, მომხმარებლის ინტოქსიკაცია ქათმის ფილე გრაკოს გამოყენებამ გამოიწვია, რომლითაც ნიკორას ჯეო დისტრიბუცია ამარაგებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი