საპენსიო აქტივების მართვის წესი იცვლება - საპენსიო სქემაში მონაწილეთა საპენსიო დანაზოგები სამ სხვადასხვა - მაღალრისკიან, საშუალორისკიან და ნაკლებადრისკიან პორტფელებში გადანაწილდება.
დაგროვებითი პენსიის პროგრამა საქართველოში 2018 წლიდან მოქმედებს. კანონის თანახმად, ამ წლების განმავლობაში მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი ნაკლები რისკის შემცველ აქტივებში იდებოდა, 2023 წლის 6 აგვისტოდან კი ხელმისაწვდომი გახდა საშუალო და მაღალრისკიანი ინვესტიციებიც.
მოქალაქეებს დაბალი, საშუალო და მაღალრისკიან აქტივებზე არჩევანის გაკეთება 6 სექტემბრამდე თავად, იუსტიციის სამინისტროში ან ვებგვერდის მეშვეობით შეუძლიათ. თუმცა იმ შემთხვევაში თუ არჩევანს არ გააკეთებენ საპენსიო სქემის მონაწილეების დანაზოგები ავტომატურად შემდეგნაირად გადანაწილდება:
პროცესს საქართველოს ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს. ვიცე-პრეზიდენტის ნიკოლოზ გაგუას თქმით, გრძელვადიანად ყველაზე მეტ მოგებას მეტი რისკის შემცველი პორტფელი მოიტანს.
"ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5 წლის პრაქტიკა გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ მოხდება აღნიშნული აქტივების ზრდა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით მინიმუმ ეკონომიკური ზრდის პარალელურად ხდება იმ აქტივების ზრდა, რომელიც არის საპენსიო აქტივები. ამიტომ რისკიანობა არის ეკონომიკურ ზრდაზე, რამდენად მეტად გაიზრდება ეს აქტივები. რისკი არის რამდენად აჯობებს, საპენსიო აქტივების ზრდა, ეკონომიკურ ზრდას", - თქვა ნიკოლოზ გაგუამ.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი