თბილისის საკრებულოს სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს | თავმჯდომარემ სპეციალისტები სხდომაზე არ დაუშვა

გამოქვეყნდა:

თბილისის საკრებულოში სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე მაღალსართულიანი შენობების მშენებლობის სადაო პროექტებს განიხილავენ. საკრებულოს თავმჯდომარის, გადაწყვეტილებით, სხდომაზე არ შეუშვეს სპეციალისტები, რომლებიც პროექტებს აკრიტიკებდნენ და მშენებლობის საფრთხეებზე საუბრობდნენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები დარბაზში მათ შეშვებას ითხოვდნენ.

ოპოზიციაში კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ პროექტების უკან ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული ადამიანები დგამენ. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში, თბილისის მერია მშენებლობებზე ნებართვას არ გასცემდა.

განსახილველ პროექტებს შორის არის დიდ დიღომში, იბერის ქუჩაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის აშენების გეგმა. პროექტის თანახმად, 170 000 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზე ჯამში 30 საცხოვრებელი შენობა უნდა აშენდეს. "ლელოს" ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, პროექტის ავტორი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი და ოცნების აქტიური შემომწირველი კობა კვეტენაძეა. "ოცნებასთან" დაახლოებული პირები არიან.

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატის, გოჩა ენუქიძისაა. ენუქიძეს King David-თან, ალექსიძის ქუჩაზე, 38-სართულიანი მრავალფუნქციური შენობის აშენება სურს. ენუქიძემ საკრებულოში განაცხადი შეიტანა, რომლის თანახმადაც მას სურს რეკრეაციული სტატუსი შეუცვალოს ტერიტორიას, რათა ადგილზე კორპუსის აშენების უფლება მიეცეს.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი