ცხინვალის იზოლატორში გატარებული თითქმის 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ გატაცებული ქართველი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს სოფელ ზემო ნიქოზთან დააკავეს. ამავე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, მოგვიანებით კი დაზუსტდა, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს უკანონო პატიმრობის ვადა შეუმცირდა და 3 წლითა და 8 თვით განესაზღვრა.