ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეული-თბილისის გზატკეცილზე, კოდას მიმდებარედ, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი, რომელიც წინა მანქანის გასწრებას ცდილობდა, შემხვედრ სატვირთოს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა BMW-ის მძღოლი, ასევე მანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი - ერთ-ერთმა მათგანმა კიდური დაკარგა.
შემთხვევის ადგილას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, დაწყებულია გამოძიება.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მარნეული-თბილისის საპირისპირო მიმართულებით საცობი შეიქმნა.