"ბარაქალა თქვენს "ვაჟკაცობას" | კასპის მერიამ ვანდალიზმის ფაქტი გამოაქვეყნა და მოქალაქეებს მიმართა

გამოქვეყნდა:

"ბარაქალა თქვენს ''ვაჟკაცობას''!!! - ასე მიმართა კასპის მერიამ მოქალაქეებს, რომლებმაც, მათი მტკიცებით, კასპის სკვერში მდებარე 2 სკამი დააზიანეს. უწყებამ სოციალურ ქსელში ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა, მათ "უპასუხისმგებლო და უგულო ადამიანები" უწოდა და სამშობლოს სიყვარულისკენ მოუწოდა.

ასე გამოეხმაურა კასპის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქში სააკაძის სკვერში ახალგაზრდების მიერ დაზიანებულ სკამებს და მათ სოციალურ ქსელში მიმართა. 

#რატომარგიყვართსაკუთარიქალაქი???

კასპში, გიორგი საააკაძის სკვერში, რომელიც ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია უღირსმა მოქალაქეებმა მორიგი ვანდალიზმი ჩაიდინეს. 

დააზიანეს 2 სკამი, რომელიც საკმაოდ მყარია, ამიტომ დაზიანება შემთხვევითობა არ უნდა იყოს.
მოგმართავთ ამ ქმედების ჩამდენთ - ვინ მოგცათ უფლება დააზიანოთ ის რაც თითოეული კასპელის საკუთრებაა და საერთოდ, რატომ ხართ უპასუხისმგებლო და უგულო ადამიანები. 

რატომ გძულთ საკუთარი ქალაქი? ქალაქის სიყვარულიც ამას ჰქვია, ბარაქალა თქვენს ''ვაჟკაცობას''!!!, - დაწერა კასპის მერიამ.

მოგვიანებით, უწყებამ სოციალურ ქსელში პოსტი ჩაასწორა, მოქალაქეებისადმი მიმართვა შეცვალა და დაწერა:

"#გავუფრთხილდეთჩვენსქალაქს

კასპში გიორგი სააკაძის სკვერში, რომელიც ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია მორიგი ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა.

დაზიანებულია 2 სკამი, რომელიც საკმაოდ მყარია, ამიტომ დაზიანება შემთხვევითობა არ უნდა იყოს.

სკვერი თითოეული კასპელის საკუთრებაა, მას გაფრთხილება და მოვლა ჭირდება, ეს კი თითოეული ჩვენთაგანის ვალდებულებაა", - ნათქვამია განახლებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი