ამ წუთებში შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სამოქალქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ქაშუეთის ეკლესიაში დილიდან მიდიან მოქალაქეები და გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრების - მეუღლისა და სამი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას პატივს მიაგებენ. დაღუპულებს დღესვე 14:00 საათძე თბილისში დაკრძალავენ.
დუდაშვილების ოჯახი - 3 მცირეწლოვანი ბავში დედასთან ერთად შოვში ისვენებდა და 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები კიდევ 2 დაკარგულს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა.