შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი - დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული დუდაშვილების ოჯახი - დედა და სამი მცირეწლოვანი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე გარდაცვლილების სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა.

გიორგი დუდაშვილის ოჯახის წევრებს - მეუღლესა და სამ მცირე წლოვან ბავშვს პატივი უამრმა მოქალქემ მიაგო. 

დუდაშვილების ოჯახი - 3 მცირეწლოვანი ბავში, დედასთან ერთად შოვში ისვენებდა. 3 აგვისტოს სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან მათთან ყველა სახის კონტაქტი გაწყდა. მაშველები დაკარგულ ოჯახს თითქმის სამი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები კიდევ 2 დაკარგულს ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი