გახშირებული თავდასხმები კრიტიკულ მედიაზე. "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ მორიგ თავდასხმაზე მედიაექსპერტები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან, მათი თქმით, ქვეყანაში მედიაგარემო საგრძნობლადაა გაუარესებული, სულ უფრო ხშირად ხდება თავდასხმა კრიტიკულ ტელევიზიებზე, თუმცა ხშირად დამნაშავეები არ ისჯებიან ან საგამოძიებო პროცესი არაობიექტურად მიმიდნარეობს.
ექსპერტები ხელისუფლების მიერ წახალისებულ ძალადობასა და დაუსჯელობის სინდრომზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში მედიაპლურალიზმისა და მედიის თავისუფლების უზურნველყოფა ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი საკითხია, და ეს მოთხოვნა 12-პუნქტიან ევრორეკომენდაციებშიც შავით თეთრზეა დაწერილი.