
თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე - მესტიაში სოფელ ხაიშში ჩვენს ჟურნლატსს ემა გოგოხიასა და ოპერატორს ნიკა გვალიას12 პირი დაესხა თავს, თავდამსხმელებმა მათ კამერა, მიკროფონი, გადამცემი აპარატი და მობილური ტელეფონი წაართვეს. ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი მორების კადრებს იღებდნენ. სავარაუდოდ თავდამსხმელებს შორის იყო ამავე საამქროს მეპატრონე. ცნობილია, რომ მათი გაღიზიანება სწორედ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მთავარი არხი მათი ქმედებებით და ტყის უკანონო ჩეხვით დაინტერესდა.
ავტორი: ემა გოგოხია
იხილეთ ასევე: