თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე | ემა გოგოხიასა და ნიკა გვალიაზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

გამოქვეყნდა:

მორიგი თავდასხმა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე. დღეს მესტიაში, სოფელ ხაიშში, ჩვენს ჟურნალისტს, ემა გოგოხიასა და ოპერატორს, ნიკა გვალიას 12 პირი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა მათ ტექნიკა წაართვეს, ალყაში მოაქციეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

შემთხვევა იმ დროს  მოხდა, როცა ჩვენი კოლეგები ერთ-ერთ საამქროში უკანონოდ მოჭრილი ხეების კადრებს იღებდნენ. სავარაუდოდ, თავდამსხმელებს შორის იყო ამავე საამქროს მეპატრონეც. მათი გაღიზიანება ადგილზე "მთავარი არხის" გამოჩენამ გამოიწვია.

თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. ცნობილია, რომ ამ დროისთვის, პოლიციას ინციდენტში მონაწილე ყველა პირი დადგენილი და გამოკითხული ჰყავს. თუმცა, თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

ავტორები: ემა გოგოხია, ჟანა აკოფაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი