შოვის ტრაგედიის მძიმე შედეგები | თბილისში დღეს დუდაშვილების ოჯახის 4 წევრი დაკრძალეს

გამოქვეყნდა:

23-ე დღე შოვის ტრაგედიიდან და სტიქიის უმძიმესი შედეგები. დუდაშვილების ოჯახის 4 წევრი დღეს თბილისში დაკრძალეს. დედა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი სტიქიას ემსხვერპლა. დილიდან მათი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ქაშუეთის ეკლესიაში ოჯახის ახლობლები, პოლიტიკოსები და მოქალაქეები მიდიოდნენ.

ბოლო მონაცემებით, შოვში ნაპოვნია 31 ცხედარი, სტიქიის  შედეგად დაკარგული 2  პირის ძებნის სამშაოები კი კვლავ გრძლდება. დაკარგულებს მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მაშველები მძიმე ტექნიკისა და კინოლოგთა ჯგუფის დახმარებით ეძებენ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი