ონში გზის მშენებლობისას მიწის მასა ჩამოიშალა | შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

გამოქვეყნდა:

რამდენიმე წუთის წინ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუდალში ხიდის მშენებლობისას გზის ნაწილი ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა "მთავარ არხს" ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად თვითმხილველებმა მიაწოდეს.

შქმერი-ზუდალის გზის მონაკვეთზე ხიდის სამშენებლო სამუშაოები გასულ წელს დაიწყეს, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლა კლდის საფარის გაჭრის სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევის დროს ადგილზე მშენებლობაზე დასაქმებული პირები იმყოფებოდნენ, "მთავარი არხი" მომხდარის შესახებ დეტალებს ამ წუთებში არკვევს - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი