
უფუნქციოდ დარჩენილი ჭადრაკის სახლი თელავში. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოსათვის ტენდერი ჯერ კიდევ 2019 წელს გამოცხადდა, თუმცა, პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა. განადგურების პირას არის მისული შენობის ისტორიული არტეფაქტებიც, რომელთა აღმოჩენის გამო, თელავის მერიამ პროექტი რამდენჯერმე დააკორექტირა. რეაბილიტაციის დაწყების თარიღი უცნობია.
ავტორი: ია გულიაშვილი