
"ეს ჭარბი ნალექიანობის შედეგად შლაა... ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ", - ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე საუბრობს და შიომღვიმეში კლდის ჩამოშლას ეხმაურება.
ჩემთვის ეხლა ეს არის ზუსტად ჭარბი ნალექიანობის შედეგად კონგლომერატის შლა და მეტი არაფერი. ეს არის მე რასაც ვუყურებ. იმიტომ რომ რასაც ვაფრთხილებდით და ვიცოდით, რომ ისეთი გაზაფხული იყო, ისეთი ზამთარი იყო, ისეთი ზაფხულია, რომ ნალექი ამძიმებს ქანს და მიდრეკილს ხდის მეწყრული პროცესებისკენ... ერთი შეხედვით, ეს არის, რასაც ვუყურებ. მე დასკვნას ვერ გამოვიტან ნამდვილად, სანამ იქ არ მივალ და თვითონ არ ვნახავ, რა ხდება. გეომეტრიულად უცნაურად მეჩვენება და ამიტომ საინტერესოა, სანახავია, - ამბობს თეა გოდოლაძე.
იხილეთ ასევე: