"ადგილი ჰქონდა მყისიერ ჩამოშლას... ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია" | გარემოს ეროვნული სააგენტო შიომღვიმეზე

გამოქვეყნდა:

"ადგილი ჰქონდა მყისიერ ჩამოშლას... ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია", - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, რომელიც შიომღვიმეში კლდის ჩამოშლას ეხმაურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოს  გეოლოგების ჯგუფი შიო-მღვიმის მონასტრის მიმდებარედ იმყოფება და  განვითარებულ კლდის მასის ჩამოშლის პროცესებს ადგილზე აფასებს.

პირველადი შეფასებით შიო მღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ციცაბოდ დახრილ ფერდობზე ადგილი ჰქონდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერ ჩამოშლას. ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში. 

ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური. უმოკლეს პერიოდში, აღნიშნულ ლოკაციაზე განხორციელდება დამატებითი გეოლოგიური კვლევები, - წერს სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შიომღვიმის მონსატერთან მთა ჩამოიშალა. ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი