გეოლოგიური კატასტროფა საქართველოში | რა მოხდა დღეს შიომღვიმეში და რამდენად დიდია საფრთხის მასშტაბები

გამოქვეყნდა:

მეწყრული პროცესი მცხეთის მუნიციპალიტეტში. შიომღვიმის მონასტრთან მთა ჩამოიშალა. თავდაპირველად ტერიტორიაზე ქვათაცვენა დაიწყო, რამდენიმე წამში კი - კლდეს მთის მასა მოწყდა. შემთხვევის დროს ადგილზე ათეულობით ადამიანი იმყოფებოდა, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, თუმცა სტატიტიკად ქცეული ტრაგიკული მოვლენები ქვეყანაში ბოლო დროს განსაკუთრებით გახშირდა. მთის მასა ჩამოიშალა გუშინ რაჭაშიც, სადაც მიწა სწორედ იმ ტერიტორიაზე მოწყდა, სადაც გზის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

რამდენად უსაფრთხოა მშნებლობები და რა რისკები იკვეთება მასტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სპეციალისტების პროგნოზი შემაშფოთებელია - გეოლოგები და ექსპერტები ამბობენ, რომ მილიონობით ლარის ღირებულების პროექტები ხშირ შემთხვევაში ისე ხორციელდება, რომ მშენებლობის დაწყებამდე შესაბამისი კვლევევი ხან არ ტარდება, ხან კი დამკვეთები ექპერტების რჩევებს უგულებელყოფენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი