პუტინის პროპაგანდისტი სპორტსმენის რუსულენოვანი მიმართვა ბათუმში | კონსტანტინე ცზიუ საქართველოშია

გამოქვეყნდა:

პუტინის პროპაგანდისტი სპორტსმენი საქართველოში და მიმართვა რუსულ ენაზე. გუშინ ბათუმში პროფესიონალი კრივის კლუბის მიერ მოწყობილ ორთაბრძოლებს ლეგენდარული მოკრივე კონსტანტინე ცზიუ ესწრებოდა.

სტუმრის სტატუსით მოწვეულმა სპორტსმენმა შეჯიბრის ბოლოს საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა. "შემიძლია ვისაუბრო ინგლისურად, თუმცა თავს სახლში ვგრძნობ და ამიტომ რუსულად გესაუბრებით", - ასე ახსნა პუტინის პროპაგანდისტმა სპორტსმენმა მაყურებლისთვის რუსულენოვანი მიმართვა. კონსტანტინე ცზიუ კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია და ხშირად იღებს მონაწილეობას პუტინის მხარდამჭერ  აქციებშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი