განადგურებული ვაზი და ხელისუფლება მევენახეების წინააღმდეგ | "ოცნებამ" გლეხების "გაშავება" დაიწყო

გამოქვეყნდა:

განადგურებული ვაზი და ხელისუფლება მევენახეების წინააღმდეგ. კახელი გლეხების მოთხოვნის პასუხად, რომ სახელმწიფომ სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სუბსიდირება განახორციელოს, "ქართულმა ოცნებამ" პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა და მევენახეების გაშავება დაიწყო. 

გლეხები, ვისთვისაც ყურძნის მოსავალი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ. ამბობენ, რომ ყურძნის მოსავლელად საჭირო შესაწამლი ნივთიერებებით ხელისუფლებამ მათი უზრუნველყოფა არ მოახდინა და ახლა მათ ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა.

"ოცნება" კი მევენახეების დახმარების ნაცვლად სამთავრობო მედიას საგანგებო რეპორტაჟებს უკვეთავს, სადაც კახელი გლეხები უხვ მოსავალზე საუბროენ. ირკვევა, რომ რესპოდენტების უმრავლესობა არა მევენახეები, არამედ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებული პირები არიან.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი