მონასტრის მარჯვენა მხარეს ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება - შიომღვიმიდან სასულიერო პირების ევაკუაცია არ მოხდება

გამოქვეყნდა:

შიომღვიმეში, სადაც გუშინ კლდე ჩამოიშალა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა დაკვირვება დაასრულეს. მათი თქმით, მონასტერი ღია იქნება მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, ასევე, არ მოხდება ბერებისა და მონაზვნების ევაკუაცია. 

სპეციალისტების რეკომენდაციით, მონასტრის მარჯვენა მხარეს, იმ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნაშალი მასალა გროვდება, სასულიერო პირებისა და ვიზიტორების გადაადგილება შეიზღუდება.

"გაიცა რეკომენდაცია, რომ მონასტრის მარჯვენა მხარეს, ანუ კლდის მხარეზე მდებარე ტერიტორიაზე ნაწილობრივი შეზღუდვა იქნება დაწესებული. შეიზღუდება მომლოცველების, ტურისტების და ბერ-მონაზვნების გადაადგილება. რეკომენდაციის საფუძველზე, უახლოეს საათებში და უახლოეს პერიოდში დაიწყება მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები", - თქვა მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულის მოადგილე, გოჩა ქავთარაძემ. 

სპეციალისტების დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი