
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
დასკვნაში წერია, რომ 2022 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა საბიუჯეტო ასიგნებიდან 79,54%, ხოლო უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე − 21,46%, რაც ხარჯ-ეფექტურობის კუთხით დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
ამავე დასკვნის მიხედვით, პროგრამების/ღონისძიებების ფარგლებში აქტივობების არასრულად შესრულება.
"იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა იურიდიული მხარდაჭერის“ დამტკიცებული პროგრამა ითვალისწინებდა აქტივობებს, რომელთაგან სამი: ონლაინ კონსულტაცია, ვიზიტი დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში და ბუკლეტების მომზადება − არ განხორციელებულა. აუდიტის ობიექტის განმარტებით, „დევნილთა სამართლებრივი კონსულტაციის“ ღონისძიების ფარგლებში, ფაქტობრივად გაწეულ იქნა აქტივობები, თუმცა რაიმე მტკიცებულების ხასიათის დოკუმენტი ამ აქტივობების ფაქტობრივად შესრულების დასადასტურებლად აუდიტის ობიექტის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი", - წერია დასკვნაში.
აუდიტი ამბობს, რომ კანონმდელობის მოთხოვნების არათანმიმდევრული დაცვის შედეგად, სააგენტოში შესაბამისი ნებართვის გარეშე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმდა 35 პირი და მათზე ჯამურად გაიცა 177,480 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურება, რითაც შეიქმნა საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად გახარჯვის რისკები.
სააგენტოს დირექტორის ბრძანებით გათავისუფლებული 12 თანამშრომლიდან, 7 თანამშრომელზე გასაცემი სარგო დაანგარიშდა შეცდომით. კერძოდ, „შრომის ანაზღაურების“ მუხლით არასწორად დარიცხული და გაცემულ იქნა, ჯამში − 1,621 ლარი.
იხილეთ სრულად.