დროებით ოკუპირებულ გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ გუდაუთაში რუსი ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა 27 აგვისტოს ღამით მოხდა და მის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. 

"ფსოუ-ენგურის გზატკეცილის 85-ე კილომეტრზე, სოფელ ფსირტშასთან, ერთმანეთს მერსედესისა და ტოიორას მარკის ავტომობილები შეეჯახა. ინციდენტის შესახებ სიგნალი საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ 02:49 საათზე მიიღო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ცნობილია, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი