რუსები საქართველოს ტერიტორიაზე ახალ ინფრასტრუქტურას აწყობენ | ვითარება შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების განახლებული ინფრასტურქურა ქართულ მიწაზე - საოკუპაციო ძალები შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში თავდაცვით ზღუდეს ქმნიან. "მთავარი არხის" ხელშია კადრები, სადაც უკანონო სამუშაოების შედეგებია ასახული. უკრაინაში ომის პარალელურად, ოკუპანტები საქართველოში კრემლში, დიდი ხნის წინ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედებენ. 

ორჭოსანი, ღოღეთი, თამარაშენი, ახმაჟი, ჯარიაშენი - ეს ის ტერიტორიებია, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ახალ უკანონო ინსტალაციებს აკეთებენ. მათი გააქტიურება ორჭოსანი-ხურვალეთის მიმდებარედ, ავტომაგისტრალთან ახლოს იგრძნობა. 

''რუსებმა დაიწყეს თავისი საგუშაგოების განვითარება - გაძლიერება. ხდება მათ მიერ თხრილების და შესაბამისი სანგრების გათხრა და შეფუთვა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა დავაფიქსირეთ რამდენიმე დღის წინ ორჭოსანთან, ავტობანიდან დაახლოებით ორ კილომეტრში. ეს არის შაგუშაგო, რომელიც იქ დიდი ხანია არის გაკეთებული, მაგრამ ასეთი ტიპის აქტიური მოქმედებები იქ არ შეინიშნებოდა.'' - ამბობს ''ანტისაოკუპაციო მოძრაობის'' ლიდერი დავით ქაცარავა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი