რუსი სამხედროების ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში - საოკუპაციო ძალები შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში თავდაცვით ზღუდეს ქმნიან. "მთავარმა არხმა" მოიპოვა კადრები, რომლებშიც უკანონო სამუშაოების შედეგებია ასახული. პარალელურად, რუსი სამხედროები სულ უფრო ავიწროებენ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას - დღეს, მარიამობის დღესასწაულზე, ოკუპანტებმა ორი ეკლესიის კარი აჭედეს. ამ ტაძრებში, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ქართული მოსახლეობა რელიგიური დღსასწაულების აღსანიშნავად დადის.