შიომღვიმე - განადგურებული ძეგლები | გახდება თუ არა აუცილებელი მონასტრიდან ბერ-მონაზვნების ევაკუაცია

გამოქვეყნდა:

შიომღვიმის უძველესი მონასტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეზღუდვები დაწესდა. სპეციალისტების შეფასებით მეწყრული პროცესების განვითარების საფრთხე ისევ არსებობსს, თუმცა, რამდენად რთულია ვითარება სტიქიის ზონაში, რამდენიმე დღეში, საბოლოო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი.

არ არის გამორიცხული, მამათა მონასტრიდან ბერ-მონაზვნების ევაკუაცია გახდეს აუცილებელი. ხევში, სადაც მიწის უდიდესი მასაა ჩამოწოლილი, ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა. შიომღვიმეში გუშინდელი ქვეთაცვენა პირველი არ არის, და გაუგებარია, ამ დრომდე რატომ არ მიიღეს პრევენციული ზომები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ან საპატრიარქომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი