ბაღდათში, სოფელ დიმში, ქვევრში ორი ადამიანი გაიგუდა.
“მთავარი არხის” იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ქვევრის გასაწმენდად ჩავიდა და ის გარკვეული პერიოდის შემდგომ რომ არ დაბრუნდა, მეზობელმა მოიკითხა, რომელმაც ახალგაზრდა ქვევრში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა. ამის შემდეგ შუახნის კაცი ქვევრში დახმარების მიზნით თავად ჩავიდა, თუმცა იქ დაგროვებული ე.წ. „ჭაჭის გაზის“ დიდი ოდენობის გამო, თავადაც გაიგუდა.
"მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.