დატბორილი ქუჩები, სახლები, მაღაზიები - პარალიზებული დედაქალაქი და სტიქიის ღამე თბილისში

გამოქვეყნდა:

დატბორილი სახლები და ქუჩები, წაქცეული ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - სტიქია დედაქალაქში გუშინ საღამოს დაიწყო.  ეპიცენტრი გლდანია, სადაც  რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ, მეტროსადგურ ახმეტელთან მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა. წყალი მარკეტებსა და ტანსაცმლის მაღაზიებშიც შევარდა. რამდენიმე საათის განმავლობაში გაჩერებული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი .  დაიტბორა ავტობუსები, წყალმა მეტროს ვაგონებშიც შეაღწია.

მოსახლეობას ყველაზე დიდი ზარალი მერიის მიერ ახლად რეაბილიტირებულ უბნებში მიადგა. ძლიერი წვიმის გამო თამარაშვილზე კლდე ჩამოიშალა. რთული ვითარება იყო ვაშლიჯვრის ახალ გზაზეც, სადაც ბეტონის საყრდენმა კედელმა ქვაღორღი ვერ გააკავა და საავტომობილო გზამდე ჩამოვიდა.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი