შოვში, სტიქიის ზონაში მცირეწლოვანი გიორგი ხორბალაძის დაღუპვა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

სტიქიური უბედურების ზონაში მცირეწლოვანი გიორგი ხორბალაძის დაღუპვა დადასტურდა. დნმ-ის ანალიზის პასუხი ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. სტიქიიდან 28-ე დღეს დამეწყრილ ხეობაში და მის მიმდებარედ, ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. ორივე მათგანი შოვში დაღუპული ზაზა მესხის შვილია. სამძებრო ღონისძიებები ორი მდინარის-  რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში, ასევე ონისა და ამბროლაურის ტერიტორიებზე მიმდინარეობს. 
სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი,  საიდანაც ყველა იდენტიფიცირებულია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი