31 აგვისტოს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება | ჩამონათვალი

გამოქვეყნდა:

31 აგვისტოს თბილისში შუქი ისევ მთელი დღით ჩაქრება - ინფორმაციას და ქუჩების ჩამონათვალს კომპანია "თელასი" ავრცელებს:

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ კუპრაძის და ჟღენტის ქუჩების მოსახლეობას.   

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, მუხიანის II მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძის და მირაქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქობავას, ჯავახიშვილის, აჯამეთის, კანკავას, გოცირიძის, თვალჭრელიძის, ქვლივიძის, როსტომაშვილის და გორკის ქუჩების მოსახლეობას.   

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მოსახლეობას.   

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის ქუჩის მოსახლეობას.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი