
200-მილიონიანი საეჭვო ტენდერი ბათუმში - საქართველოს პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილებით, კურორტების განვითარების პროგრამისთვის 200 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან უნდა დაიხარჯოს, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია რომელი უბნისა ან ქუჩის რებილიტაციას მოხმარდება გამოყოფილი თანხა.
ბათუმის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" აცხადებს, რომ საქმე კორუფციულ გარიგებას უკავშირდება. რეზო ხარაზის განმარტებით, ეს არის მორიგი ხრიკი "ქართულო ოცნების" მხრიდან, რომ მილიონობით თანხა 2024 წლის არჩვენებს მოხმარდეს.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები ღარიბაშვილის პროექტით, მაგალითად ეს ქუჩა, სადაც 19 მილიონი დავხარჯეთ და სამუშაოები დაუსრულებელია. გმირთა ხეივანი, სადაც 33 მილიონი იხარჯება, ხალხის, ბათუმელების ფული და პროექტი დაუსრულებელია. ეს 200 მილიონიც პირდაპირ მიმართულია 2024 წლის საარჩევნო კამპანიისთვის და სწორედ, ისევე როგორც აქ და სხვაგან ბათუმში დაახლოებით მილიარდი ლარი მოიპარა ღარიბაშვილმა, ისევე აპირებს ამ 200 მილიონის მოპარვას. მე მაქვს კონკრეტულ წერილები, რომლებზეც ამ დრომდე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან არ მომსვლია პასუხი", - თქვა ხარაზმა.