Эхо Кавказа: ზაფხულის განმავლობაში, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დასასვენებლად მილიონზე მეტი რუსი ჩავიდა

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ზაფხულის განმავლობაში, დასასვენებლად რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Эхо Кавказа რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ რუსების მიერ სამოგზაუროდ ყველაზე ხშირად არჩეულ მიმართულებებს შორის დროებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა მეორე ადგილი დაიკავა. 

ყველაზე პოპულარული ოკუპანტებისთვის თურქეთი იყო (მინიმუმ 2.6 მილიონი ტურისტი ზაფხულის სამ თვეში), შემდეგ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი (1.2 მილიონი), არაბეთის გაერთიანებული საემიროები (350 ათასი), ეგვიპტე (300 ათასი) და ტაილანდი (180 ათასი). გარდა ამისა, რუსებმა იმოგზაურეს: მალდივებზე (55 000); კუბა (35 000), შრი-ლანკა (27 000) და სეიშელის კუნძულები.

საუბარია 5 მილიონ ორგანიზებულ ტურისტზე - მათ, ვინც საზაფხულო არდადეგების ორგანიზებისთვის ტურისტულ სააგენტოებს მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი