კომპანია, რომელიც დედაქალაქში სანიაღვრე სისტემებზეა პასუხისმგებელი, მასშტაბურ დარღვევებშია მხილებული. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილსერვის ჯგუფის ორ წლიანი საქმიანობის პერიოდი შეისწავლა და სულ რამდენიმე დღის წინ მძიმე დასკვნა გამოაქვეყნა. საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა და გაბერილი შტატები მხოლოდ ნაწილია იმ დარღვევებიდან რომლებზეც აუდიტი საუბრობს.