მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან - თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან დეპორტირებული ქართველების თვითმფრინავი დაეშვა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ბორტზე საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იმყოფებოდა. ქართველების დეპორტაცია გერმანიიდან სავარაუდოდ ბერლინის ახალ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომლის მიხედვითაც გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ოფიციალური ბერლინის პოზიციით, ამ ქვეყნების მოქალაქეებს სამშობლოში დევნა არ ემუქრებათ.