"სახლი დაიბზარა, გვეშინია შიგნით ცხოვრება" - მახინჯაურში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში მცხოვრები კონცელიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს - ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო მათი საცხოვრებელი სახლი დანგრევის პირასაა. ისინი ჰყვებიან, რომ  ავტობანის მშენებლობის აფეთქებების გამო საცხოვრებელი სახლს ყოველდღიურად უჩნდება ბზარები და იქ ცხოვრება საფრთხის შემცვლელია.

ოჯახმა არაერთხელ მიმართა, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე გზის მშენებლებს, თუმცა რეაგირება არ მომხდარა.

"წერილობით ელექტრონულად მივმართეთ ყველას, არაფერი შედეგი არ ისმის. ისიც ვერ შევამჩნიე, რომ ვინმეს გული შესტკივა ჩვენი ასეთი მდგომარეობის გამო, რომ ვუყურებ, ყველანაირად გვერდს გვარიდებენ. ჩაწერილი მაქვს ყველა აფეთქების ხმა და მოგასმენინებთ, რა ძლიერი აფეთქებებია. სახლი დაიბზარა, გვეშინია შიგნით ცხოვრება, რა დღეშია კედლები", - თქვა ნაირა კონცელიძემ.

ავტორი: თეა ვაშალომიძე 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი