ზუგდიდობა, ზესტაფონობა და თბილისობა - 3 ქალაქის მერიამ შესყიდვების სააგენტოს ₾3.5 მლნს უტენდეროდ დახარჯვისთვის მიმართა

გამოქვეყნდა:

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდობის, ზესტაფონობისა და თბილისობის აღსანიშნად სამივე მერიამ შესყიდვების სააგენტოს მხოლოდ აგვისტოში მიმართა 3.5 მილიონი ლარის უტენდეროდ პირდაპირი წესით დახარჯვისთვის.

როგორც ორგანიზაცია წერს, თბილისის მერია თბილისობის ჩასატარებლად 3,140,175 დახარჯვას აპირებს, ზუგდიდის მერია ზუგდიდობის აღსანიშნავად 367,054 ლარს დახარჯავს, ხოლო ზესტაფონი 77,940 ლარს.

შოვის ტრაგედიის გამო გადაიდო შუამთობის დღესასწაული, რომელშიც 67,940 ლარი იხარჯებოდა.

ორგანიზაციის ცნობითვე, ღონისძიებების ნაწილი საავტორო ნამუშევრებია, რა შემთხვევაშიც გამარტივებული შესყიდვა გამართლებულია, თუმცა სხვა შემთხვევაში მერიებს წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეეძლოთ.

"გამარტივებული შესყიდვები კორუფციული რისკის მატარებელია, მაგრამ წლებია, სახელმწიფო ორგანოები წინასწარ პროგნოზირებად დღესასწაულებზე თანხებს გამარტივებული შესყიდვებით ხარჯავენ", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი