"ჩუბინაშვილის ცენტრის ზოგიერთი ვითომ მეცნიერი... მათი გაკეთებული ქართული საქმე მე არ მინახავს" - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის მორიგი თავდასხმა ჩუბინაშვილის ცენტრზე. თეა წულუკიანი კავკასიური სახლისადმი სოლიდარობის გამომხატველი ფეისბუქ პოსტის კომენტარებში წერს, რომ მას ამ ცენტრის "გაკეთებული ქართული საქმე არ უნახავს":

"ჩუბინაშვილის ცენტრის ზოგიერთი ვითომ მეცნიერი... საკუთარ ცენტრს მიხედონ, არაკომპეტენტურად და უპასუხისმგებლოდ რომ იმართება მრავალი წელია! მათი გაკეთებული ქართული საქმე მე არ მინახავს, მესამე წელი დაიწყო. რურუას დროს აკეთეს ალბათ, გადაიღალნენ და ახლა ისვენებენ." წერს კულტურის მინისტრი.

შეგახსენებთ, 19 აგვისტოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ  გ. ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა გაავრცელა.

უწყების მტკიცებით, ჩუბინაშვილის ცენტრი "არაკომპეტენტურად" იმართება

ცენტრმა სამინისტროს იმავე დღეს უპასუხა და უსაფუძვლო ბრალდებებში დაადანაშაულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი