კიდევ ერთი კონცერტი, რომელზეც რუსებს არ აწყენინეს. იმეჯინ დრეგონსის შოუზე ორგანიზატორებმა საქართველოს და უკრაინის დროშები აკრძალეს. წარმოდგენაზე მისულ ყველა მსმენელს თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნების სიმბოლიკა ჩამოართვეს. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ თავად ამერიკული ჯგუფის წევრები ღიად აკრიტიკებენ რუსეთის აგრესიას.
"იუთუბზე" არის სულ ცოტა ხნის წინ გადაღებული კადრები რომლებშიც ჯგუფის სოლისტი სცენაზე ქართული და უკრაინული დროშებით მღერის, ან კრემლს აკრიტიკებს. ჩნდება განცდა, რომ სახელისუფლებო პროექტში ორგანიზატორები მხოლოდ რუსების და ქართველების ძმობაზე საუბრის უფლებას იძლევიან, როგორც ეს "ქილერსის" კონცერტზე მოხდა და უკრაინის ხსენება აკრძალული აქვთ.
[არქივის ფოტო]