მართვის მოწმობის აღება რთულდება - 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან გამოცდას კიდევ ერთ ეტაპი დაემატა. ცვლილება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას ითვალისწინებს. მძღოლობის მსურველმა, გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ვიზუალურად ჩვენებითაც უნდა უპასუხოს.
მართვის უფლების მისაღები გამოცდისთვის განსაზღვრულია 20 კითხვა, საიდანაც მძღოლობის კანდიდატს 2 დავალების შესრულება მოუწევს. ყველა კითხვა მხოლოდ ავტომობილის ტექნიკურ საკითხებს მოიცავს. მაგალითისთვის, მართვის მოწმობის აღების მსურველს მოუწევს განმარტოს როგორ მოწმდება ძრავაში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა; აჩვენოს, როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის, საბურავებისა და სამუხრუჭე სისტემის გამართულობა და ა.შ.
ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის, ანუ მოედანზე გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს უკვე მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში, ქალაქში, გამოცდის ჩაბარებას.
ცნობისთვის, მძღოლობის კანდიდატებს, რომლებმაც 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე წარმატებით ჩააბარა თეორიული გამოცდა, აღნიშნული ცვლილებები არ შეეხებათ.