ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე - დაიღუპა 3 და დაშავდა 2 ადამიანი

გამოქვეყნდა:

"ბათუმელების" ინფორმაციით, დღეს ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, 2 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული 25 და 38 წლის კაცები თურქეთის მოქალაქეები არიან. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ქობულეთის შემოვლითი გზის ქობულეთი-ჩაქვის მონაკვეთი ამ დროისთვის გადაკეტილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი