"სახელმწიფო მზად არის, კახეთში სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის" - ღვინის ეროვნული სააგენტო

გამოქვეყნდა:

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან სეტყვით დაზიანებული ყურძენი ჩაიბაროს და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაიხადოს.

"სახელმწიფო მზად არის, სეტყვით დაზიანებული ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის.

სახელმწიფო საწარმო შპს "მოსავლის მართვის კომპანია" მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშავოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 2 სექტემბერს კახეთში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. სტიქიამ თელავის, ახმეტის, გურჯაანისა, სიღნაღისა და სხვა მუნიციპალიტეტები დააზარალა. არსებული ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, დაიტბორა სარდაფები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები, წაქცეულია ხეები. ქარისა და სეტყვის შედეგად მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს სიღნაღში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი