რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი თვე გავიდა

გამოქვეყნდა:

რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი თვე გავიდა. 30 დღეა სტიქიური მოვლენების ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რაჭაში 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 2 მოზარდს კი ისევ ეძებენ.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, ღვარცოფი მოვარდა. ტალახისა და ლაფის რამდენიმე მეტრიანმა მასამ მოულოდნელად დაფარა მთელი შოვი. გზად გადაუარა კოტეჯებს, სადაც ადამიანები ისვენებდნენ. ადიდებულმა მდინარემ წაიღო ხიდები, მანქანები, ხეები. ჰექტრობით ტერიტორია ტალახის მასად იქცა.

ღვარცოფში მოყოლილმა ადამიანებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მაშველები ადგილზე მალე მივიდნენ, მაგრამ, სტიქიის მასშტაბის გამო, მუშაობა გაუჭირდათ. სამაშველო ვერტმფრენი ადგილზე საღამოს ჩაფრინდა, მომხდარიდან 3 საათის შემდეგ.

იმ ღამეს ვერტმფრენმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი გამოიყვანა. სამაშველო სამუშაოები, რომელშიც მაშველებთან ერთად ჯარისკაცებიც არიან ჩართული, გასცდა იმ ტერიტორიას, სადაც ღვარცოფი ჩამოვიდა. ცხედრებს უკვე 60 კილომეტრის რადიუსში, მდინარეების კალაპოტში ეძებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი