კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით არავინ დაუკავებია

გამოქვეყნდა:

კასპში შშმ პირის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყებამ განუცხადა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, მოძალადეებს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მსხვერპლი კლინიკაშია მოთავსებული. გიორგი ედიშერაშვილის ოჯახის წევრები დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

"მოდი, გიორგი, წამოდიო, გაგაულავებო, ეგრე მითხრაო...წიხლები მირტყესო და მუშტებიო, დაბლა დამაგდესო და მირტყესო, სამნი ყოფილან... ყბა ჰქონდა დასიებული, თვალი ჩალურჯებული, ყური გასიებული, თავში ნაცემი, სულ დაკაწრული...მკლავები დალურჯებული, ნეკნი გატეხილი," - ამბობს ედიშერაშვილის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, რომ კასპში შშმ პირს სცემეს. ინფორმაცია გუშინ სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა და დაწერა, რომ დაზარალებულს 50 წლამდე ასაკის კაცმა მანქანით გასეირნება შესთავაზა, უარის მიღების შემდეგ კი მანქანაში ძალით ჩასვა და სასტიკად გაუსწორდა.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი