
სტიქიის მძიმე შედეგები კახეთში - დასეტყვილი ვაზი და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები. ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს მთელი დღის განმავლობაში ითვლიდნენ კახეთში. ახმეტაში, თელავში, გურჯაანისა და სიღნაღის სოფლებში ვითარება რთულია. განადგურებულია მოსაკრეფად გამზადებული ვენახების დიდი ნაწილი. ასობით ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
დაზარალებული ადგილობრივები, ვისთვისაც ყურძნის მოსავალი შემოსავლის ერთადერთი წყაროა, დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.
ავტორი: ია გულიაშვილი, დავით კობიძე