„პუტინიზმის დამარცხება“ - თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იხსნება

გამოქვეყნდა:

თბილისში დღეს საერთაშორისო კონფერენცია  „პუტინიზმის დამარცხება“გაიხსნება, რომელშიც  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება "ქართული ოცნება".

მაკკეინის ფონდის ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დედაქალაქი მეშვიდედ მასპინძლობს. ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.

კონფერენციაზე უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე და  ევროპული უსაფრთხოების მომავალზე იმსჯელებენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი