ხმაურია გორში - გარემოვაჭრეები საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას და გურამიშვილის ქუჩაზე მუშაობას ითხოვენ.
ისინი საკრებულოს შენობასთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც თავმჯდომარე დავით რაზმაძემ განაცხადა რომ გარემოვაჭრეების უკან კრიმინალები დგანან და ისინი მართულები არიან.
მოვაჭრეები რაზმაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ რათა აეხსნათ, რომ ქუჩაში საქმიანობა არა მართი არჩევანი, არამედ ოჯახების გადარჩენის ერთადერთი გზაა, თუმცა ჩინოვნიკი შეკრებილებს არ შეხვედრია.
"გორის მოჭიდავე მერი ნუ გვეჭიდავება ხალხს" - ამ ლოზუნგით ახლა გარემოვაჭრეები მომდევნო აქციას უკვე მერიასთან გეგმავენ და ლადო ხინჩეგაშვილს მოუწოდებენ მისცეს მათ უფლება საქმიანობის გაგრძელების.
სწორედ ხინჩეგაშვილმა გაამკაცრა 19 აგვისტოდან რეგულაციები გორში გარევაჭრობასთან დაკავშირებით და მას შემდეგ ქალაქში ხმაური არ წყდება.