ფოთში, პაციენტის გადაყვანისას სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში - მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან, ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახა, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა. დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი. კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ავტორი: ემა გოგოხია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი