
მარნეული-სადახლოს მაგისტრალზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. როგორც ადგილობრივი გამოცემა მარნეული TV წერს, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია. რა გახდა შემთხვევის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.