ხონის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან 5 კამეჩი მოიპარეს

გამოქვეყნდა:

ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. მოპარულია 5 კამეჩი. 

სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა და რომ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჯამში 16 მსხვილფეხა პირუტყვი დაკარგეს. ადგილობრივები პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა დააკავეს თუ არა ვინმე, ჯერჯერობით უცნობია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი