მტვერი, ხმაური და საფრთხე ბავშვებისთვის - ბოლნისის მოსახლეობა RMG Gold-ის სამუშაოებს აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

ბოლნისში, სოფელ ქვეშის მოსახლეობა RMG Gold-ის სამუშაოებს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, მათ გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება. მოსახლეობის ინფორმაციით, სოფელში ყოველდღიურად 200-ზე მეტი დიდი სატვირთო ავტომობილი გადაადგილდება, რაც იწვევს მტვერსა და ხმაურს, საშიშროება ემუქრება მცირეწლოვანი ბავშვების უსაფრთხოებასაც. სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივები ითხოვენ, კომპანიამ შეწყვიტოს გზის ამ მონაკვეთის გამოყენება და სოფელში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყოს. 

"დღე და ღამე გვაწუხებს ეს ხმაური, ახლა სკოლა იწყება, როგორ უნდა იარონ ბავშვებმა სკოლაში, ეს ყველაფერი ძალიან საშიშია. უკვე 2-3 წელია ასეთ პირობებში ვცხოვრობთ. ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ, მაგრამ პასუხი არავისგან მიგვიღია", - ამბობს სოფელ ქვეშის მცხოვრები. 

პროტესტის მიუხედავად, ხალხს RMG Gold-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვედრიან. 

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი