მთავრობის დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება არ მიუღიათ

გამოქვეყნდა:

მთავრობის დაპირების მიუხედავად, შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ფსიქოლოგიური დახმარება ამ დრომდე არ მიუღიათ. მარიტა გუტაშვილი, რომელმაც სტიქიის შედეგად ოჯახის ოჯახის წევრები დაკარგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ფსიქოლოგები ჯერ არ გამოჩენილან და არც არავინ დაკავშირებია:

"სად არიან ფსიქოლოგები? კიდევ რამდენ ხანს ველოდო? აწი ფსიქიატრები დაგვჭირდება და ბარემ, პირდაპირ მაგაზე დაიწყეთ ზრუნვა. თუ ჩემს პოსტამდე იყო დაწყებული ზრუნვა ფსიქოლოგების საკითხთან დაკავშირებით, ამდენ ხანს რატომ არავინ მიკავშირდება? გადაცემულია მონაცემები წინა კვირიდან... ჩვენამდე მოსასვლელად ფსიქოლოგებს ტრენინგს ვუტარებთ თუ რაშია საქმე? იმედია, ტენდერი არ გამოგიცხადებიათ" - წერს მარტია გუტაშვილი

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ შოვის სტიქიით დაზარალებულებისთვის ფსიქოლოგიურ დახმარების შესახებ 30 აგვისტოს გამართულ მთავრობის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება. მთავრობის ინფორმაციით, ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი